ოპოზიციაზე შეფასებას სხვა ეპითეტებსაც დავამატებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 17:16 | 26.07.2018
ნანახია: 908

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციაზე შეფასებებს, თავისი მხრიდან, სხვა ეპითეტებსაც დაამატებდა, თუმცა, მისი თქმით, ამის დრო არ არის.

აღნიშნული კომენტარით წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომლიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ოპოზიციის კრიტიკას ეხებოდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად ეთანხმება იუსტიციის მინისტრი პრემიერს, რომელმაც ოპოზიციას ხელმოცარული უწოდა.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მე ჩემი მხრიდან, სხვა ეპითეტებს დავამატებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა,რომ ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის მიმართ იერიშების მიტანა გრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა“, - აღნიშნა ბახტაძე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე