პლანეტის უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 26.07.2018
ნანახია: 354

პლანეტის უხუცესი ქალი იაპონელი თიო მიაკო ქალაქ იოკოჰამაში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თიო მას შემდეგ მალევე გარდაიცვალა, რაც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ქალად დაასახელეს. ის 1901 წლის 2 მაისს დაიბადა და 117 წელსა  და 81 დღეს იცოცხლა. მისი ოჯახის წევრების თქმით, თიო ძალიან აქტიური ქალი იყო. მას ახლობლები მომთმენ და კეთილ ადამიანად ახასიათებენ, რომელსაც ყველასთვის ბედნიერება მოჰქონდა.

სიცოცხლეში თიო კალიგრაფიით იყო გატაცებული, რომელიც ბავშვობაში შეისწავლა. ის კალიგრაფიულ ნამუშევრებს სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე