თბილისის ზოოპარკში მაკაკა დაიბადა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:51 | 26.07.2018
ნანახია: 1188

თბილისის ზოოპარკში მაკაკა დაიბადა. ამის შესახებ ზოოპარკის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი. "რეპროდუქციული პროცესები ჩვენთან ისევ მოწოდების სიმაღლეზეა. ამჯერად ბერბერულმა მაკაკებმა გაგვიკეთეს საზაფხულო საჩუქარი და პატარა, დაჭყანული მაკაკუნა მოავლინეს ქვეყანას"- წერენ ზოოპარკის წარმომადგენლები.

"ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლა პატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო", - ნათქვამია პოსტში. 

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.
თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.
თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.
თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე