ჩვენი გუნდის ინტერესია დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 15:42 | 26.07.2018
ნანახია: 1123

პოზიცია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოითქვა მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საჭიროებიდან ითქვა ის, რომ შესაძლოა, გუნდის მიღმა იყოს პიროვნება, რომელიც, სწორედ ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობის ხარისხიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა ამ პრინციპებს. 

მისივე თქმით, ესეც უნდა დავინახოთ, როგორც სიძლიერის ნიშანი და არა სისუსტის ნიშანი.

„სიძლიერე, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტისგან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სადაც მისი აპოლიტიკურობიდან გამომდინარე შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს, მათ შორის ისეთ კანდიდატს, რომელიც არ არის გუნდის წევრი. გუნდის ინტერესია დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე