მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ცრუობენ მამაკაცები თავიანთი სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 15:36 | 26.07.2018
ნანახია: 1482

მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად ტრაბახობს მათ ცხოვრებაში სექსუალური პარტნიორი ქალების დიდი რაოდენობის არსებობით. თუმცა ბრიტანელი მეცნიერების აზრით, მათ უბრალოდ არ ასხოვთ, რამდენი ქალი ჰყავდათ სინამდვილეში. ქალები კი პირიქით, მათ ყველა სქესუალური პარტნიორი ახსოვთ და მათ შესახებ მამაკაცებისგან განსხვავებით ხშირად ნაზად და სიყვარულით საუბრობენ. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Journal of Sex Research-ში გამოქვეყნდა.

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მამაკაცებს თავიანთი სექსუალურად აქტიური ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 14 პარტნიორი ჰყავდათ, ქალებს კი - შვიდი. ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელსაც მამაკაცები ასახელებენ - არის 110 და უფრო მეტი, მაშინ როდესაც ქალები მხოლოდ 50 პარტნიორზე საუბრობენ.

თუმცა 15 ათასზე მეტი პასუხის ანალიზმა ცხადყო, რომ მამაკაცები თავიანთ კავშირებს უმეტესად შემთხვევითობას მიაწერენ, ქალებს კი ახსოვთ ყველა მათგანი, ვისთანაც კი ოდესმე სექსით დაკავებულან.

ამის გარდა, მამაკაცებს ხშირად აქვთ ურთიერთობა ერთი ღამით. 17,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამაში არაფერია დასაძრახი, ქალთა შორის აღნიშნულ აზრს კი მხოლოდ 9,3 პროცენტი იზიარებს.

მეცნიერთა აზრით, ხშირად მამაკაცები სექსუალური პარტნიორების დიდ რაოდენობას გამიზნულად ასახელებენ, რათა ამით საზოგადოებაში შთაბეჭდილება მოახდინონ. ქალები კი პირიქით, ამის შესახებ ძალინ ცოტას საუბრობენ, რადგან იგივე საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა თავიდან აიცილონ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე