ღვთიური სილამაზის 5 წლის გოგონა, რომელიც მედიამ მსოფლიოს ულამაზეს ადამიანად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 26.07.2018
ნანახია: 5548

ბრიტანულმა მედიამ და Instagram-ის მომხმარებლებმა ნიგერიელი 5 წლის ბავშვი მსოფლიოში ულამაზეს გოგონად დაასახელეს. ბავშვის გარეგნობის შესახებ გამოცემა The Mirror-მა დაწერა.

პატარა ჯეირის ფოტოები თავის ექაუნთში ფოტოგრაფმა მოფე ბამაივამ გამოაქვეყნა, „ო, დიახ, ის ადამიანია! მაგრამ ის ანგელოზიც არის“, - ასეთი წარწერა გაუკეთა მან ფოტოებს. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, გოგონას კამერების არ შეშინებია.  

როგორც ბამაივა ამბობს, გოგონას ორი და ჰყავს ლამაზი სახის ნაკვთებითა და ძლიერი ხასიათით. მისი თქმით, გოგონებს Instagram-ზე პრფოლის გახსნა დედამ ურჩია.

რამდენიმე დღეში გოგონას ფოტოებმა ათასობით მოწონება დაიმსახურა. „ღვთიური სილამაზე“, „უსაშველოდ ლამაზი“, „განუმეორებელი“, - ასეთ კომენატრებს აკეთებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ამასთან გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც, რომლებმაც ფოტოგრაფი ფოტოშოპის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე