ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 14:26 | 26.07.2018
ნანახია: 843

მესტიის სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული.

ადგილზე ამ წუთისთვის სიმშვიდეა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივებს უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე და აღნიშნა, რომ არავის დაკავება არ იგეგმება.

როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ აღნიშნა, აპირებენ, ამოიღონ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია. იარაღიანი ხალხი შესული იყო სახლებში და მოჭრილი უკანონო ხე-ტყის ამოღებას ითხოვდნენ.

მათივე თქმით, ხე-ტყის ბიზნესის გარდა, არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე