ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 26.07.2018
ნანახია: 1088

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, მაგრამ გადავწყვეტთ, მხარს ვის დავუჭერთ , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია დააფიქსირებს, ვის დაუჭერს მხარს, თუმცა, ეს პირი პარტიის წევრი არ იქნება

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, მაგრამ გადავწყვეტთ, მხარს ვის დავუჭერთ. საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკურად აქტიურად ვიქნებით ჩართული და დავაფიქსირებთ, ჩვენთვის მისაღები რომელი კანდიდატი იქნება, თუმცა ეს პირი პარტიის წევრი არ იქნება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე