ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 52 წლის მამაკაცი ალაზანში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 13:29 | 26.07.2018
ნანახია: 943

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, კარდენახში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ცურვისას შეუძლოდ გახდა.

როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე