საბერძნეთში ხანძარმა კუნძულ როდოსამდე მიაღწია

საქართველო, თბილისი - 12:26 | 26.07.2018
ნანახია: 955

საბერძნეთში ტყის ძლიერმა ხანძარმა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულ როდოსამდე მიაღწია. ცეცხლი ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება და მისი შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ათენის სიახლოვეს კი მეხანძრეებმა ხანძრის ნაწილის ლიკვიდაცია შეძლეს.

ბოლო მონაცემებით ხანძრის შედეგად დაღუპლთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი. დამწვარ დასახლებულ პუნქტებში მაშველები ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდენ. გრძელდება დაკარგულების ძებნაც.

დაღუპულთა უმეტეობა ტურისტულ სოფელ მატიში მიაგნეს. აქ ცეცხლმა ასობით სახლი გაანადგურა.

საბერძნეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან დამატებითი ძალები, სანაპირო დაცვა და არმია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე