ტორონტოში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 15:04 | 25.07.2018
ნანახია: 711

კანადის ქალაქ ტორონტოში მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ტორონტოში ინციდენტი 23 ივლისს მოხდა. 29 წლის ფეისალ ჰუსეინმა დანფორდის ქუჩაზე  ცეცხლი პისტოლეტიდან გახსნა. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 13, მათ შორის 10 წლის გოგონა.

კანადის პოლიცია მომხდარის გარემოებებს სწავლობს. მანამდე კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო ტერორისტებთან მამაკაცის კავშირს უარყოფდა.

პოლიციამ თავის მხრივ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ფსიქიკურად ავადმყოფი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე