ზაზა სარალიძე შვილის სახელობის ფონდს "დათუჩას" აფუძნებს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 25.07.2018
ნანახია: 1128

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის სახელობის ფონდს აფუძნებს. ფონდ „დათუჩას“ პრეზენტაცია დავით სარალიძეს დაბადების დღეს დაამთხვიეს.

ფონდის მიზანი გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება იქნება.

ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული. მისივე განცხადებით, ფონდის ფინანსები ყოველი წლის 25 ივლისს გაიხსნება, მაგრამ თუ შემოწირულობები დიდ თანხას შეადგენს, უფრო ადრე გახსნაც იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით,  ამ ეტაპზე ფონდს თვითონ უხელმძღვანელებს. ხოლო როდესაც მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდ „დათუჩას“ ის გადაიბარებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე