ივანკა ტრამპი ტანსაცმლის ბრენდს ხურავს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 25.07.2018
ნანახია: 1080

ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი Ivanka Trump-ი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილმა დააფუძნა, საქმიანობას წყვეტს.

ამის შესახებ  ივანკა ტრამპმა განაცხადა.  მან შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მეტი კონცენტრირება მოახდინოს დონალდ ტრამპის სპეციალური მრჩევლის თანამდებობაზე  მუშაობისას.

 „ვაშინგტონში მუშაობიდან (ტრამპის მრჩევლის თანამდებობაზე) 17 თვის შემდეგ, არ შემიძლია ვთქვა, როდის დავუბრუნდები ბიზნესს და საერთოდ დავუბრუნდები თუ არა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სამუშაო უახლოეს მომავალში კონცენტრირებული იქნება ვაშინგტონში“, - განაცხადა ივანკა ტრამპმა.  

მედიის ცნობით, ივანკა ტანსაცმლის წარმოებას დახურავს, მის თანამშრომლებს ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

გასული წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ტრამპი სახელმწიფო მოხელე გახდებოდა და თეთრ სახლში იმუშავებდა.

ტრამპის ქალიშვილმა მოდის ბრენდი 2014 წელს დააფუძნა. 2016 წელს მან ფართო პოპულარობა მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თუმცა შემდეგ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. მისმა ოპონენტებმა მაღაზიებს ივანკა ტრამნის ტანსაცმლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს, Nordstrom-ისა  Hudson's Bay-ის ქსელებმა მისი ფირმის პროდუქციის გაყიდვა შეწტყვიტეს და ამის მიზეზად მასზე დაბალი მოთხოვნა დაასახელეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე