პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 13:00 | 25.07.2018
ნანახია: 591

პაკისტანის ქალაქ კვეტაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქებას ბოლო მონაცემებით 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც საარჩევნო უბანზე თავდასხმას აპირებდა. უბნის შესასვლელში ის პოლიციელბმა გააჩერეს, რის შემდეგაც მებრძოლმა სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

ბოლო მონაცემებით დაიღუპა 31 ადამიანი, 35 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ხუთი პოლიციელია.

პაკისტანში დღეს ქვედა პალატის პარლამენტის არჩევნები იმართება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე