"ხორავას ქუჩის" საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მაღალჩინოსნებს გამოკითხავს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 25.07.2018
ნანახია: 762

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს  პროკურატურის მაღალჩინოსნებს გამოკითხავს.

კომისიის სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს, მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს, თბილისის პროკურორს მალხაზ კაპანაძეს და თბილისის პროკურორის მოადგილეს კონსტანტინე სირაძეს გამოკითხავენ.  

საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღესვე შესაძლოა, ორი არასრულწლოვანი გამოკითხონ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე