იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომლებიც თითსაც არ ანძრევენ სამშობლოსთვის, მავნებლობაა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებენ - კილაძე

საქართველო, თბილისი - 11:57 | 25.07.2018
ნანახია: 702

მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.

მისივე თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. 

"სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია!", - განაცხადა კილაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე