გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 22:08 | 24.07.2018
ნანახია: 713

„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პირველი არხის გადაცემაში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ შეეძლო მართვა.

„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში. მით უმეტეს, პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესთან და ქუმსიშვილთანახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში.  გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა. მით უმეტეს, პარლამენტის. ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის ამ მეთოდის გამო, გუნდს  დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე