მიხეილ კალანდია მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს - კახიძე

საქართველო, თბილისი - 17:00 | 24.07.2018
ნანახია: 929

მიხეილ კალანდია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად და ჩვენი შეფასებით, სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს. მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ამ მომენტისთვის, სპეციალიზებულ ცენტრში მიხეილ კალანდიას ფსიქოლოგების თანდასწრებიტ კომისიის წევრები კითხავენ. 

კახიძის განცხადებით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მ.კ.–ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე. კახიძის განცხადებით, ასევე ირკვევა, რომ საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირ

„არ არის ვალდებული ადამიანი მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე