ზუგდიდში თხილის საწყობი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 24.07.2018
ნანახია: 766

ზუგდიდის სოფელ დარჩელში თხილის შესანახი საწყობი დაიწვა. საწყობში 3 ტონა თხილი ინახებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ​ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მაშველების თქმით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე