საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 24.07.2018
ნანახია: 602

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თანავუგრძნობთ ბერძენს ხალხს და მთავრობას, რომლებიც ახლა ხანძარს მამაცურად უმკლავდებიან“, – წერია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.

საბერძნეთში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე