ყველაფერი შესაძლებელია - კახი კახიშვილი მის ახალ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ

საქართველო, თბილისი - 16:18 | 24.07.2018
ნანახია: 891

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა.

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ კახიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის კობახიძეს პირად საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა, თუმცა, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის შესაძლებელია მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, განაცხადა, რომ “ყველაფერი შესაძლებელია“.

“რთულია, გაიაზრო იმ ადამიანის გეგმები, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მის მიმართ, მაგრამ, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა პირადი საქმე და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი მას,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე