ისრაელი ფაშისტური და რასისტული სახელმწიფოა - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 16:15 | 24.07.2018
ნანახია: 758

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერის მოჩვენება ისრაელის ხელისუფლებაში დაძრწის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

თურქეთის ლიდერის თქმით, ისრაელი „ყველაზე სიონისტური, ფაშისტური და რასისტული სახელმწიფოა“. ერდოღანმა ქვეყნის ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან 19 ივლისს ისრაელი ებრაულ ეროვნულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. კანონის მიღებამ არაბული უმცირესობების აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი „ტერორის სახელმწიფოდ“ გადაიქცა, მას შემდეგ რაც პალესტინელებზე თავდასხმები განახორციელა.

მაისის შუა რიცხვებში თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამის მიზეზი თელ ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა გახდა.

ამ ფონზე ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები გაიმართა. ისრაელელმა  ჯარისკაცებმა ცეცხლი აქციის მონაწილეებს გაუხსნეს. შეტაკებებში 60-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 2 200 კი ცრმელსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისგან დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე