საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 24.07.2018
ნანახია: 778

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა  ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო ქვეყანაში  სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

საბერძნეთში ათენის სიახლოვეს ღამით რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი. ბოლო დღეების განმავლობაში საბერძენთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება. ორშაბათს კი სიტუაცია ძლიერმა ქარმა დაამძიმა, რის გამოც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს.

„დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ცხადდება სამდღიანი ეროვნული გლოვა“, - განაცხადა ციპრასმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, საბერძნეთს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები უდგას.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე