ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 24.07.2018
ნანახია: 770

ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ​.

​დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე