საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაკარგული საქართველოს 1 მოქალაქე იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.07.2018
ნანახია: 772

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ხანძრის დროს დაკარგული ორი ქართველიდან ერთს, მიაკვლიეს, ის მარინა მახარაშვილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ.

"ჩვენ ახლა ველოდებით საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა შესახებ ინფორმაციას. დილის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია აღარ შემოსულა. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვრჩებით", - განაცხადა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე  +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე. 

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ  60-ს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე