თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 14:23 | 24.07.2018
ნანახია: 903

სამთო-მაშველები ​მესტიაში, თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველების და ვერტმფრენის შემთხვევის ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტის გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე