ჯენიფერ ლოპესი 49 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 24.07.2018
ნანახია: 2801

24 ივლისს ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს ჯენიფერ ლოპესს 49 წელი შეუსრულდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მან დაბადების დღის აღნიშვნა სპორტდარბაზში ვარჯიშით დაიწყო. „დე, დაიწყოს დღე მხიარულად“, - წერს ჯეი ლო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარში, რომელშიც ის თეთრ სპორტულ მაისურსა და ლეგინსებშია გამოწყობილი.

მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და დიზაინერი ჯენიფერ ლოპესი 1969 წლის 24 ივლისს  ნიუ იორკში, დაიბადა.

გამოცემული აქვს 7 სტუდიური ალბომი. გადაღებულია მთელ რიგ ფილმებში - აღსანიშნავია პირველი მნიშვნელოვანი როლი ფილმში „ფულის მატარებელი“ (1995).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე