საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 14:05 | 24.07.2018 ნანახია: 1148მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგა სრულიად ახალი სერვისი-ბიზნესბანკირის მომსახურება. ბიზნესბანკირი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არის პირდაპირი საკონტაქტო პირი, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.
საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კერძოდ: ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის შეთავაზების სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რაც გულისხმობს: დაფინანსების მიღებას 15 წლის ვადით, სექტორის წარმომადგენლებზე მორგებულ დაფარვის გრაფიკსა და მოქნილ საოპერაციო პროდუქტებს: კონვერტაციის სპეციალურ კურსს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის სახელფასო პროექტსა და სწრაფი გადახდის ტერმინალზე ანგარიშსწორებას, როგორც VISA და MasterCard ბარათებით, ასევე ექსკლუზიურად American Express ბარათით ანგარიშსწორებას.
მათთვის, ვისაც სურს ახლა დაიწყოს სასტუმრო ბიზნესი, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს შემდეგი სიახლეებით:
- სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე ბანკმა შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსების წარმოდგენის გარეშე სრულად დააფინანსოს პროექტი;
- დაფინანსების გაცემა შესაძლებელია ასევე სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში;
- სესხის დაფარვის წყაროდ გათვალისწინებული იქნება - სასტუმროს სამომავლო შემოსავლები;
- სესხის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ დასაფინანსებელი პროექტის არსებული და სამომავლო უძრავ/მოძრავი ქონება.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისთვის სრულიად ახალ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს სამშენებლო სექტორშიც. მათ შორის:
- შედარებით მოკლევადიანი სესხი მშენებლობის დაფინანსებისთვის;
- დეველოპერის მიერ დაქირავებული სამშენებლო ან სერვისის გამწევი კომპანიის არსებობის შემთხვევაში ამ კონტრაქტორის სესხით დაფინანსება;
- დეველოპერებისთვის ბინების რეალიზაციაში მხარდაჭერა;
- დამატებითი შეღავათები საოპერაციო ტარიფებზე.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამის დასტურია ბიზნესბანკირის მომსახურების დანერგვა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პირობების და პროდუქტების შეთავაზება. რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვანი სექტორია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რამაზ კუკულაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა