ბელგიაში სპილენძის სადენების მოპარვის გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 24.07.2018
ნანახია: 726

ბელგიაში, ბრიუსელსა და ნამიურს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ასობით მეტრი სპილენძის სადენის მოპარვის გამო შეჩერდა.

ინციდენტის შედეგად მატარებლები 30-წუთიანი დაგვიანებით გადაადგილდებიან.

ბოლო წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გახშირდა სარკინიგზო მაგისტრალის ქევშ განთავსებული სპილენძის სადენების ქურდობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. სარკინიგზო სადენს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევრპპის ქვეყნებში ფერადი ლითონებსი მიმღებ პუნქტებში ჩაბარების მიზნით იპარავენ.

გახშირებული ფაქტების გამო ბელგიის რკინიგზის ოპერატორმა კომპანიამ Infrabel-მა 2016 წლიდან სპილენძის სადენების ალუმინით შეცვლა დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე