საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 13:29 | 24.07.2018
ნანახია: 945

საბერძნეთში ათენის სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთ შორის ბვერი ბავშვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები უამრავ შეტყობინებას იღებენ დაკარგული ადამიანების შესახებ, ამიტომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„დაღუპულთა შორის ბევრი პატარა ბავშვია“- წერს ადგილობრივი მედია. აღნიშნულია, რომ უმეტესობა იმის გამო დაიღუპა, რომ ცეცხლმა მათ სახლებისა და მანქანების დატოვების საშუალება არ  მისცა. ზოგიერთმა მათგანმა თავის გადარჩენა ზღვის მეშვეობით სცადა, მაგრამ დაიხრჩო.  

ბოლო მონაცემებით, ტყის ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ათენში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე  +306995779793  შეუძლიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე