ამერიკა რუსეთის მეგობარი ვერასდროს გახდება - ნიკი ჰეილი

საქართველო, თბილისი - 12:08 | 24.07.2018
ნანახია: 689

აშშ-ის ხელმძღვანელობა რუსეთსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ ენდობა. შეერთებულ შტატებში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ორი სახელმწიფო მეგობრები ვერასდროს გახდებიან.

 „ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს, ვერ ვენდობით პუტინს ვერასდროს. ისინი ჩვენი მეგობრები  ვერასდროს გახდებიან“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ CBN-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. მისი თქმით, ის კმაყოფილია მოსკოვის მიმართ ამერიკის დამოკიდებულებით.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთი კიბერთავდასხმაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მოსკოვს ის ქვეყნის ენერგოქსელის კომპიუტერებში არასანქციერბულ ჩართვაში ადანაშაულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე