პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 24.07.2018
ნანახია: 752

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სახელმწიფო ბრალდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავას გათავისუფლება ხელს შეუშლიდა საქმეზე ობიექტურობის დადგენას, ვინაიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, გამორიცხული არ იყო, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავა მიმალულიყო. 

ადვოკატის განმარტებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან სასამართლოს 30 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე