საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:58 | 24.07.2018
ნანახია: 906

ქალაქ ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

„ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“; მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს სელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე