პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს პრინცესა დიანას მსგავსად ჩაცმა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 23.07.2018
ნანახია: 1761

პრინცი ჰარი თავის ცოლს მეგან მარკლს სმოკინგის ტარების უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ Daily Mail-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს თქმით, სასექსის ჰერცოგინია რამდენიმე დიზაინერსა და სტილისტს შეხვდა, რათა ავსტრალიის სამეფო ტურისთვის ჩაცმულობა შეერჩია. პრინცი ჰარი ყველა შეხვედრას ესწრებოდა და მოდელიორ სტელა მაკარტნის მიერ ყველა შეთავაზებული ვარიანტი - შარვალი პიჯაკითა და ბაფთა- ჰალსტუხით დაიწუნა.

 „მეგანს ეუბნებიან, რომ მან უნდა შეწყვიტოს ჰოლივუდის ვარსკვლავივით ჩაცმა და ჩაიცვას სამეფო ოჯახის წევრის შესაბამისად. მეგანს სურდა შეერჩია სმოკინგის მსგავსი სამოსი, მაგრამ ჰარიმ უთხრა, რომ ეს კოსტიუმი არასაკმარისად ტრადიციულია“, - განაცხადა წყარომ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შარვალს პიჯაკითა და ბაფთით საზეიმო საბაბით არაერთხელ ირგებდა პრინცესა დიანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე