იერუსალიმში გოდების კედლიდან 100 კგ-იანი ქვა ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 23.07.2018
ნანახია: 1195

იერუსალიმში გოდების კედლიდან 100 კგ წონის ქვა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ქვა ერთ-ერთი მლოცველის სიახლოვეს გასკდა, თუმცა მისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ქალაქის მერმა ნირ ბარქათმა მომხდარს სასწაული უწოდა. „100 კგ-იანი ქვა მლოცველების გვერდით დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ბარქათის განცახდებაში.

ამჟამად ტერიტორია დაკეტილია. სიძველეების სამმართველოს თანამშრომლები ზიანის დადგენის მიზნით ადგილზე მუშაობენ.

გოდების კედელთან ათასობით მლოცველი იმყოფებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე