პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი, სასამართლოსთვის ზეწოლად აღქმული იქნება - ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:21 | 23.07.2018
ნანახია: 602

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პოლიტიკოსებმა და კომისიის წევრებმა საქმის მტკიცებულებებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრონ.

მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნული სასამართლოზე ზეწოლად იქნეს აღქმული.

„ალბათ, პროკურორებს აქვთ უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდეც, თუ მიაჩნიათ, რომ დადასტურებულია და მესმის, მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ  დადასტურებულად მიიჩნევენ. ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, პოლიტიკოსებმა ალბათ, უმჯობესი იქნება,  მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა, მტკიცებით ფორმაში პირდაპირ ეთერში არ ვისაუბროთ. ვფიქრობ, ეს არ იქნება მართებული, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა. თხოვნა, მექნება, პროცედურულად ეს გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს – მიხეილ შაყულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უსმენენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე