ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას მუზეუმი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 23.07.2018
ნანახია: 855

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, დღეს, მსოფლიო მოგზაურის, გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, ინფორმატიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ტექნიკურიუნივერსიტეტისპროფესორის -ჯუმბერ ლეჟავას მუზეუმი გაიხსნა.

 

მუზეუმი, რომლისდიზაინსა და მოწყობაზე სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მუშაობენ, ცნობილი მოგზაურის დაბადების დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის იმ კაბინეტში დაფუძნდა, რომელიც მის სახელთანაა დაკავშირებული.

მუზეუმი, რომლის ბაზაზე, უახლოეს მომავალში, კლუბი, ფოტოგალერეა და ბიბლიოთეკაც იფუნქციონირებს, დასრულებულ სახეს მომავალი წლის 23 ივლისს მიიღებს და ჯუმბერ ლეჟავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.

 

„იმ კაბინეტში, სადაც ბატონი ჯუმბერი მუშაობდა და ლაბორატორიაჰქონდა, გადავწყვიტეთ მისი მუზეუმისთვის ჩაგვეყარა საფუძველი. მომავალ წელს ჯუმბერს 80 წელი უსრულდება და მუზეუმიციმ დროისთვის უკვე დასრულებულ სახეს მიიღებს. ვაპირებთ, დავაარსოთამ მსოფლიო მოგზაურის სახელობის კლუბიც, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება.ასევე, დიდი სურვილიგვაქვს, ყოველი წლის 23 ივლისს, მისი სახელის უკვდავსაყოფად გავმართოთ ველომარათონი“, – აღნიშნა ჯუმბერ ლეჟავას მუზეუმის გახსნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორმა, მერაბ ახობაძემ.

ჯუმბერ ლეჟავა 4 წლის წინ, 2014 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა. ცნობილმა სპორტსმენმა, მოგზაურმა და რეკორდსმენმა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან  მკლავებზე აზიდვებში, ძირითად, 1990-1992 წლებში დაამყარა,  უკანასკნელად კი – 2001 წელს; მისი ცნობილი,  3333-დღიანი  ოდისეა 1993 წელს დაიწყო და 2003  წელს დასრულდა – მან ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს  გარშემო  და გადალახა  აზიის,  ავსტრალია-ოკეანეთის,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის,  ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოუკიდებელი ტერიტორია, ორჯერ ეწვია  ანტარქტიდას, გადაიღო 50000-ზემეტი უნიკალური  ფოტო და  200-საათიანი ვიდეომასალა, შექმნა მოგზაურის 7000-გვერდიანიდღიური.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე