პროკურატურამ პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო დააკავა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 23.07.2018
ნანახია: 821

პროკურატურის ინფორმაციით, 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. 

უწყების ინფორმაციით, პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე