3 წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმისთვის 4 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 23.07.2018
ნანახია: 660

ოთხი ადამიანი დააკავეს ბრიტანეთში, სამი წლის ბავშვზე  მჟავით თავდასხმის გამო. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება. ინციდნეტი ვუსტერის სუპერმარკეტში მოხდა.

სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცები თავს ეტლში მჯდომ 3 წლის ბავშვს დაესხნენ და მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც ტერიტორია წრაფად დატოვეს, დანაშაულის მოტივები უცნობია.

ბავშვი ამ დროისთვის საავდმყოფოდან უკვე გაწერილია. ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობენ მომხდარის გრძელვადიან შედეგებზე ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

გამოცემა The Daily News-ის ცნობით, ბრიტანეთში უკანასკნელ წლებში ადამიანზე მჟავით თავდასხმის შემთხვევები გახშირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე