იტალიაში მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 23.07.2018
ნანახია: 1821

იტალიაში, ქალაქ ბარიში მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 250 ევროს ოდენობის, ოთხი მაისურის მოპარვა სცადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციელებმა მამაკაცის დაკავება გამვლელების დახმარებით შეძლეს.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე