12 წლის ბიჭის ოჯახი, რომელიც მაფიამ მჟავაში ჩააგდო, 2,2 მლნ ევროს კომპენსაციას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 23.07.2018
ნანახია: 726

12 წლის ჯუზეპე დი მათეოს ოჯახი, ბიჭის მოკვლიდან 25 წლის შემდეგ კომპენსაციის სახით - 2,2 მლნ ევროს მიიღებს. ჯუზეპე იტალიურმა მაფიამ -  კოზა ნოსტრამ 25 წლის წინ გაიტაცა და ორი წლის შემდეგ მოკლა. შესაბამისი გადაწყვეტილება პალერმოს სასამართლომ მიიღო.

ცნობილია, რომ ჯუზეპე 1993 წლის ნოემბერში გაიტაცეს, მამამისის დასაშინებლად, რომელიც გამოძიებას თანამშრომლობაზე დათანხმდა. ბავშვის მშობლებმა პოლიციას გატაცებიდან 20 დღის შემდეგ მიმართეს. ორი წლის შემდეგ მაფიოზებმა ბიჭი მოკლეს, მისი სხეული და მჟავაში ჩააგდეს.

დამნაშვეებისთვის მაშინ კომპენსაციის გადახდა არ მოუთხოვიათ, რადგან იმ მომენტში მათი ქონება  ჩამორთნეული ჰქონდათ. 25 წლის შემდეგ იტალიის მთავრობამ ფული მაფიის მსხვერპლთა მხარდამჭერი ფონდიდან გამოყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე