იაპონიაში ძლიერ სიცხეს 30 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 23.07.2018
ნანახია: 717

იაპონიას წყალიდობისგან მიყენებული ზიანი ჯერ მოშუშებული არ აქვს და მოსახლეობა ახლა ძლიერ სიცხეს ებრძვის. ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკვე 30 ადამიანი ემსხვერპლა. ათასი ადამიანი კი საავადმყოფოებშია მოთავსებული.  

გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული ადამიანი, თუმცა მათ შორის არიან ბავშვებიც. 6 წლის ბიჭი ქუჩაში მიმდინარე გაკვეთილის დროს  მზის დარტყმის შედეგად გარდიაცვალა.

მეტეოროლოგებმა დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 41,1 გრადუსი დააფიქსირეს.

ტემპერატურის რეკორდი აღინიშნა ქალაქ კუმაგაის ერთ-ერთ რაიონში. ტოკიოში ტემპერატურამ ორშაბათს 40,8 გრადუსს მიაღწია.

ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენასა და კონდიციონერების გამოყენებას ურჩევს. სკოლებმა კი ხელისუფლების რეკომენდაციით ქუჩებში მეცადინეობების ჩატარება შეწყვიტეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე