27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 13:25 | 23.07.2018
ნანახია: 1028

23 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

24 ივლისს შედარებით გამოიდარეს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 24 – 26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე