მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს- ანდრის მამიკინსი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 23.07.2018
ნანახია: 657

მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამისი შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებლმა ანდრის მამიკინსმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს მხოლოდ ევროკავშირის დროშის ჩვენებაში არ გამოიხატება.

თბილისში ვიზიტით მყოფი ანდრის მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას შეხვდა.

მისი თქმით, რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით საქართველო მოწინავე სახელმწიფოა.

„აქ ვიმყოფები, რომ მოვამზადო ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს სამი წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს მხოლოდ ევროკავშირის დროშის ჩვენებაში არ გამოიხატება – თქვენ ხართ მოწინავე სახელმწიფო რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

მამიკინსი დღესვე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე