„საქნახშირის“ წარმოების დირექტორი, მინდელის შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი თანამდებობებს ტოვებენ

საქართველო, თბილისი - 12:47 | 23.07.2018
ნანახია: 677

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „საქნახშირის“ წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, მინდელის შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე თანამდებობებს ტოვებენ.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე