ბახალა სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 23.07.2018
ნანახია: 964

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ქართული სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ის Facebook-ის  თავის გვერდზე წერს.

„მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართმსაჯულებას და მომიწევს ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო“, - აცხადებს გიორგანაშვილი მას შემდეგ, რაც მთელ თავის საქმეს მიმოიხილავს.ის მიიჩნევს რომ მას სისტემა უსამართლოდ მოექცა და არც პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.

„ჩემ მიმართ წამოწყებული ამ ბინძური კამპანიით, პოლიციური სისტემა შეეცადა საზოგადოებრივი აზრის მათ სასარგებლოდ ფორმირებას. მათ შორის იმ ადამიანებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ვინც ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გააპროტესტა. ამ „ახალი“ საქმით სისტემამ მათ უთხრა: ვის იცავთ? ადამიანს, რომელიც რეანიმობილით დაათრევს ამდენ ნარკოტიკს? და ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვეს საზოგადოებისგან, მაგრამ მაინც ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ ამ საქმით სცადეს პრეზიდენტის დისკრედიტაცია და პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, რაზეც მიუთითებს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების და განსაკუთრებით რიგითი რუპორის, ვინმე ზარდიაშვილის არაერთი განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩემს მიმართ არსებულ სისხლისსამართლებრივ დევნას საფუძვლად პოლიტიკური მოტივაცია“, - წერს გიორგანაშვილი.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე