ტორონტოში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 23.07.2018
ნანახია: 770

ერთი ადამიანი დაიღუპა, და 13 დაიჭრა კანადის ქალაქ ტორონტოში მომხდარი სროლისას. დაშავებულთა შორის არის 8 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ტელეარხი „ბი ბი სი“ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

დანაშაულის მოტივები უცნობია.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთ რაიონში პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მედიის მონაცემებით, თავის მოკვლამდე მან ინციდენტის ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ესროლა. მისი ვინაობა და ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე