შეკითხვები გვექნება იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 11:24 | 23.07.2018
ნანახია: 649

ჩვენ მათთან [პროკურატურის მაღალჩინოსნებთან] გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კითხვები ასევე შეეხება სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში.

„ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თბილისის პროკურატურას მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება. ჩვენ მათთან გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურის ყველა წარმომადგენლის გამოკითხვას ვერ მოვასწრებთ და უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ მათთან გასაუბრებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს გიორგი გაბოძეს და სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს მიხეილ შაყულაშვილს უსმენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე