ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს თქვენს უგუნურობას - ტრამპი ირანის პრეზიდენტს ურჩევს აშშ-ის ნუ ემუქრება

საქართველო, თბილისი - 11:16 | 23.07.2018
ნანახია: 615

ირანის ლიდერის ჰასან როუჰანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამერიკის ლიდერს ურჩევს, თეირანთან დამოკიდებულებაში ცეცხლს ნუ ეთამაშება, დონალდ ტრამპის მძაფრი რეაქცია  მოყვა.

 „ირანის პრეზიდენტს როუჰანის მივმართავ: არასდროს დაემუქროთ აშშ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმკით შედეგებს, რომლებიც ისტორიაში არავის გამოუცდია. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს თქვენს უგუნურობას, ძალადობას და სიკვდილს. იყავით ფრთხილად!“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

გუშინ ირანელ დიპლომატთან შეხვედრისას თეირანში, ირანის პრეზიდენტმა როუჰანმა ტრამპი გააფრთხილა, რომ მისმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა საქმე ომამდე მიიყვანოს.

 „ღმერთო ჩემო, ტრამპ, ნუ ეთამაშებით ლომის კუდს, ამი გამო შესაძლოა, ინანოთ. ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ირანთან - ყველასთვის მშვიდობას ნიშნავს, ომი ირანთან კი ყველასთან ომია“, - განაცხადა როუჰანმა.

 „თქვენ არ გაქვთ უფლებომისილება განსაჯოთ ირანელი ხალხი, იმოქმედოთ ირანის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი თეირანზე  მკაცრ ზეწოლას გააგრძელებს და ამისთვის სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას, პირველ რიგში საბანკო და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციების აღდგენით“, - აღნიშნა პომპეომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე