ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 23.07.2018
ნანახია: 691

ბათუმში, ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. 

მაღაზიის მეპატრონეებს დილით სავაჭრო ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ. 

მათი ცნობით, ოთხივე მაღაზიიდან თანხა არის წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან, რომლებიც შესაბამის პასუხისგებაში მიეცემიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე